აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: ტრამპი ზელენსკის ადმინისტრაციასთან მუშაობას ელოდება

შეერთებული შტატები ელოდება როდის დაიწყებს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მუშაობას – ამის შესახებ შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.

“ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომ მისთვის გამარჯვება მიმელოცა. აშშ-ს პრეზიდენტი და მე ადმინისტრაციასთან მუშაობას ველოდებით, რომ მხარი დავუჭიროთ ძლიერ, დემოკრატიულ და განვითარებულ უკრაინას” – დაწერა პენსმა.

შეგახსენებთ, რომ ეგზიტ-პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა პეტრე პოროშენკოს მადლობა გადაუხადა მისი მუშაობისთვის და სახელმწიფოს მეთაურობისთვის.

banner
წინა სტატიაშიბელორუსმა უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ბენზინის ექსპორტი შეაჩერა
შემდეგი სტატიაშრი-ლანკას ტერაქტებთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული