ლაშა იორდანიშვილი – თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ ჰესები არ გვჭირდება, გადაწყვეტილებას ჩვენც შესაბამისად მივყვებით

„თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ არ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენც შესაბამისად მივყვებით, – ამის შესახებ კომპანია „ფერის” გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ არ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენც შესაბამისად მივყვებით ამას. ამ ეტაპზე გადასატანია ეს მძიმე დღე, რომელიც ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩვენი მხრიდან რამე გეგმა და კონკრეტული მიმართულებები მოლაპარაკებების კუთხით არაა. ზარალი საკმაოდ დიდია. ტექნიკა, რომელიც დაიწვა, მილიონი ლარის ღირებულებას სცილდება და სადგურის არ აშენებას, ასევე უკვე ჩამოტანილი ტექნიკის დანაკარგს რომ თავი დავანებოთ. მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება ,“-აცხადებს იორდანიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,იუსტიციის საბჭოს ამ წევრების არჩევა იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი კონფლიქტის თემა შიგნით”
შემდეგი სტატიაბელორუსმა უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ბენზინის ექსპორტი შეაჩერა