ბელგიაში ულტრამემაჯვენე ექსტრემისტის ძებნის ოპერაციაში სამხედროებიც ჩართეს

ბელგიის მთავრობამ სამი დღის წინ გამქრალი ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე პირის ტყეში ძებნის ოპერაციაში ჯარისკაცები ჩართო.
ფედერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ 46 წლის ჯარისკაცი იურგენ კონინგსი უგზოუკვლოდ დაიკარგა მას შემდეგ, რაც ბელგიურ დაწესებულებებსა და ცნობილ პირებს განადგურებით დაემუქრა. მუქარამ ისეთი აღშფოთება გამოიწვია ბელგიელებში, რომ ამბავი გამოცემების პირველ გვერდებზე დომინირებდა. საქმე იმაშია, რომ კონინგსის მიერ მიგდებულ მანქანაში იპოვეს იარაღი, მათ შორის სარაკეტო მოწყობილობები და ტყვია-წამალი, რომელიც სამხედრო ბაზიდან იყო გატანილი.
მედიის ინფორმაციით, არმიამ ბრონიტექნიკა გამოიყენა და გამნაღმველები მოიწვია, რომ ისინი 12 ჰექტარზე მიმდინარე ძებნის ოპერაციაში პოლიციას დახმარებოდნენ. მიმდებარე რაიონებში გზები გადაკეტილია.

“საკითხავია, როგორ მოხდა რომ ვიღაცამ, რომელიც თავდაცვის სამსახურშია – რომელიც უსაფრთხოების სამსახურების სიაშია როგორც ექსტრემისტული იდეების მქონე პირი, მიიღო იარაღამდე წვდმა და შეძლო მისი გატანა” – ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ თქვა.

სამხედრო პირი რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაემუქრა, მათ შორის ქვეყნის სახელგანთქმულ ვირუსოლოგს მარკ ვან რანსტს, რომელიც ოჯახთან ერთად სპეციალურ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიევროპაში კორონავირუსით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთშია
შემდეგი სტატიასაბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს