საბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს

საბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ასევე 6 220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილი ამოიღეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 190 000-მდე ევრო შეადგინა.

დაკავებულებს შორის 3 ქალია.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ულტრამემაჯვენე ექსტრემისტის ძებნის ოპერაციაში სამხედროებიც ჩართეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ლაშა სვანი და უმკა დააკავეს