ევროპაში კორონავირუსით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთშია

ევროპაში კორონავირუსით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა. უკანასკნელი 14 დღის მანძილზე ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 577 შემთხვევა აღირიცხა – ეს ევროპის ეკონომიკურ ზონაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემების თანახმად.
ევროპის დაავადებასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (ECDC) ინფორმაციით, რომელიც სტოკჰოლმში მდებარეობს, მეორე ადგილზეა ლიეტუვა 563 შემთხვევით, მესამეზე კვიპროსი 522 შემთხვევით. შვედეთის მეზობელ ფინეთში 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 53 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების რაოდენობის მიუხედავად გარდაცვლილთა რაოდენობა შვედეთში დაბალია – დაახლოებით 12 ადამიანი 100 ათას მოსახლეზე – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში არძინბას ძმისშვილის მკვლელი დააკავეს
შემდეგი სტატიაბელგიაში ულტრამემაჯვენე ექსტრემისტის ძებნის ოპერაციაში სამხედროებიც ჩართეს