ბელგიაში ატომური კატასტროფის შემთხვევისთვის აბების დარიგება დაიწყეს

6 მარტიდან ბელგიის მთავრობამ მოსახლეობაში ატომური კატასტროფის შემთხვევაში საჭირო იოდ-აბების უფასოდ დარიგება დაიწყო, როგორც RTBF ავრცელებს, პრეპარატი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წარმოქმნას ბლოკავს.

გადაწყვეტილება ქვეყნის ახალი ატომური უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მთავრობამ რამდენიმე ხნის წინ შეიმუშავა. პროექტის თანახმად, დაცული უნდა იყვნენ არა მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურების ახლოს ცხოვრობენ, არამედ, მის ირგვლივ 100 კმ-ის ფარგლებში ყველა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ აბები ბელგიის ყველა მკვიდრს უნდა დაურიგდეს.
თავდაპირველად, აბებს ბავშვები, ორსულები, მეძუძური დედები და ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მიიღებენ, თუმცა, მოთხოვნის მიხედვით, ფარმაცევტები მას ყველას მისცემენ.

2016 წელს გაზეთი The Telegraph-ი წერდა, რომ პრეპარატის მოსახლეობისათვის დარიგება ატომურ ელექტროსადგურებზე ტერორისტების თავდასხმის საშიშროების გამო დაიგეგმა.
2017 წლის სექტემბერში გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში იზოტოპ რუ-106-ის მაღალი დონე დაფიქსირდა, რომელიც ევროპელი სპეციალისტების ვარაუდით, რუსეთიდან კერძოდ კი, ჩელიაბინსკიდან მოდიოდა. ევროპაში ჰაერის დაბინძურება მაღალი იყო, თუმცა მას ნორმისთვის არ გადაუჭარბებია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებს
შემდეგი სტატიააშშ გამანადგურებელ B-52-ის მოდერნიზებას აპირებს