ბრიტანეთი ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ბრიტანეთი ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებსიმ შემთხვევაში, თუკი დადასტურა, რომ რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და მისი ქალიშვილი მოწამლული არიან, დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს. “ახლა თითით არ მივანიშნებ. მთელი მსოფლიოს მთავრობებს ვეუბნები, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მოსპობა” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, თუკი “ეჭვები დადასტურდება”, ლონდონი იძულებული გახდება სანქციებს და სხვა ზომებს მიმართოს.

ბრიტანეთის პოლიცია და ტერორიზმთან ბრძოლის ქვეგანყოფილება რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს ერთად იძიებენ. შემთხვევა ლონდონიდან ორი საათის სავალზე, პატარა ქალაქ სოლსბერიში მოხდა, სადაც ცხოვრობდა სერგეი სკრიპალი. მოწამვლის შედეგად ორივე, მამაც და შვილის კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

სკრიპალი 2006 წელს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში, 2010 წელს კი ის აშშ-ს გაუცვალეს რუს აგენტებში. მისი ნათესავები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტობის შესახებ საქმე სპეციალურად შეუკერეს სკრიპალს.

დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფომ ავადმყოფების მიღება შეწყვიტა, ადგილზე, კი, სადაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, დეზინფექცია ჩატარდა.
გუშინ გვიან ადგილობრივი პოლიცია იტალიურ რესტორან Zizzi-ს ეწვია, რომელიც იმ ადგილიდან მოშორებითაა, სადაც მამა-შვილი ცუდად გახდა. წინასწარი მონაცემებით, ზუსტად Zizzi-ში იყვნენ სკრიპალი და მისი ქალიშვილი ცუდად გახდომამდე. რესტორანი დროებით დახურეს, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დართეს მუშაობის ნება.
პოლიცია ჯერეჯრობით მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს.
“სკრიპალის საქმე დიდ ინტერესს იწვევს იმის გამო, რომ ის რუსეთის ყოფილი აგენტია, მაგრამ მანამდე, სანამ არ დავადგენთ რა მოხდა, შეფასებებს ვერ გავაკეთებთ” – განაცხადა ბრიტანეთის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ენი მეშონმა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: მოკლულის, თუნდაც მტრის ცხედრით სპეკულირება ფაქტობრივად არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას
შემდეგი სტატიაბელგიაში ატომური კატასტროფის შემთხვევისთვის აბების დარიგება დაიწყეს