აშშ გამანადგურებელ B-52-ის მოდერნიზებას აპირებს

აშშ-მ გამანადგურებელ-ბომბდამშენ B-52-ის მოდერნიზება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, სამხედრო თვითმფრინავი თავდასხმის განსახორციელებლად ახალ ფუნქციებს შეიძენს. გაიზრდება სალონის მოცულობა, ასევე, შესაძლებელი გახდება უახლოესი ბომბების J-Series გადაზიდვა, ამასთანავე, ყოველი ფრთა ექვს-ექვს ბომბს დაიტევს, რაც, სპეციალისტების აზრით, საწვავის ეფექტურ გამოყენებას შეუწყობს ხელს. მოდერნიზაციას დაექმევმედებარება, ასევე, თვითმფრინავის მართვის სისტემა. გარდა ამისა, B-52-ის შეიარაღებას ზეზუსტი რაკეტები დაემატება.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბომბდამშენ B-52-ს იმ ადგილებში გამოიყენებენ, სადაც აშშ-ს საჰაერო უპირატესობა არა აქვს. ექსპერტების ვარაუდით, მას შემდეგ, რაც B-52-ს ნავიგაციისა და მართვის ახალ სისტემებს დაუმატებენ, თვითმფრინავის მოდელი შესაძლებელი გახდება 2040 წლამდე წარმატებით გამოიყენონ.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ატომური კატასტროფის შემთხვევისთვის აბების დარიგება დაიწყეს
შემდეგი სტატიააუქციონზე აინშტაინის წერილი 6100 დოლარად გაიყიდა