BBC: არჩევნები აშშ-ში, ვინ გაიმარჯვებს- ტრამპი თუ კლინტონი

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მისადგომებთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ჰილარი კლინტონი მუდმივად უსწრებდა წინ დონალდ ტრამპს.
არ შეიძლება ითქვას, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო. უკანასკნელი ნახევარი წლის მანძილზე გამოკითხვები აჩვენებდნენ, რომ როგორც კი ტრამპი იწყებდა კლინტონზე გამარჯვებას, ტენდენცია პირიქით იცვლებოდა.
ამერიკელები, სავარაუდოდ, ვერ შეეგუვნენ ტრამპის გაპრეზიდენტების აზრს, ამიტომ, ყოველთვის, როგორც კი მსგავსი პერსპექტივა იმუქრებოდა რეალურად გადაქცევას, საწინააღმდეგო ძალები აქტიურდებოდნენ.
თუკი მსგავსი რამ ხდება ახლა, მაშინ, ჰილარი კლინტონის გამარჯვებისთვის უკეთესი მომენტის შექმნა შეუძლებელია.

არც ერთი უკანასკნელი გამოკითხვა, ცხადია, არ ითვალისწინებს რეაქციას გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ კლინტონის ახალგამოქვეყნებულ წერილებში კრიმინალი ვერ აღმოაჩინეს.

აი, როგორ გამოიყურება უკანასკნელი ვარაუდები, რომელიც რამდენიმე ამერიკულმა მედიამ დაითვალა:

New York Times Upshot: ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 84%-ია.
FiveThirtyEight: კლინტონი 65%-ით გაიმარჯვებს.
HuffPost: კლინტონი პრეზიდენტი გახდება – ალბათობა 98%-ია.

ცხადია, სოციოლოგიური კვლევები არჩევნებში გამარჯვების გარანტია არ არის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ამომრჩევლები ვის მიანიჭებენ უპირატესობას ყოველ შტატში, ვიდრე რომელიმე კანდიდატი მინიმუმ 270 ამომრჩევლის ხმას მიიღებს.

უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან ბევრი ისეთი შტატია, რომლებსაც შეუძლიათ დონალდ ტრამპის მოულოდნელი გამარჯვება გამოიწვიონ.
იმისათვის, რომ ამ შტატებში გაიმარჯვოს, რესპუბლიკელმა კანდიდატმა კლინტონი დიდი უპირატესობით უნდა დაამარცხოს.
კიდევ ერთი ვარიანტი ტრამპისთვის – გაიმარჯვოს იქ, სადაც გამოკითხვებით კლინტონი ლიდერობს, მაგალითად, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვირჯინიაში.
“მოულოდნელად ათიანში გარტყმის” მსგავსი სცენარი, ტრამპისთვის, ცხადია, შესაძლებელია.
მისი რეალიზაცია შესაძლებელია გამოიწვიოს გამკითხვებმა, რომლებმაც თეთრი ამომრჩევლების შესაძლო აქტიურობა ვერ შეაფასეს, ასევე გამოკითხვებმა, რომლებმაც კლინტონის მიმართ შავკანიანებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ზედმეტად გაამახვილეს ყურადღება.

მაგრამ ტრამპის გამარჯვება იმის ნიშანი არ იქნება, რომ მას წარმოუდგენლად გაუმართლა, ან რომ სხვადასხვა შტატში საზოგადოებრივი კვლევები არასწორად მიმდინარეობდა. თუკი გამოკითხვები ნიუ-გემპშირში არასწორი აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე შეცდომა იქნა დაშვებული ფლორიდაში, რადგანაც, დემოგრაფიული კუთხით, ამ შტატებს შორის ძალიან ცოტაა საერთო. მიჩიგანში გამარჯვება კოლორადოში გამარჯვებას არ ნიშნავს და პირიქით.
ჰილარი კლინტონის შტაბს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს.
ტრამპის გამარჯვება კი, შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მცირე მასშტაბის სენსაცია.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმების ფაქტები გამოავლინა
შემდეგი სტატიაკლინტონმა პირველივე გახსნილ უბანზე გაიმარჯვა