კლინტონმა პირველივე გახსნილ უბანზე გაიმარჯვა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა პატარა სოფელ დისკვილ-ნოტჩში, რომელიც ნიუ-გემპშირის შტატში მდებარეობს და სადაც, ტრადიციულად, ადგილობრივი დროით შუაღამეს გაიხსნა საარჩევნო უბანი, გაიმარჯვა.

როგორც CNN-ი ავრცელებს, კლინტონმა 8-დან ოთხი ხმა მიიღო, ორი – მისმა მთავარმა ოპონენტმა დონალდ ტრამპმა, ერთი – ლიბერტარიანელმა გერი ჯონსონმა, უკანასკნელ ბიულეტენზე კი წერია “მით რომნი” (აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე – რედ).

დისკვილ-ნოტჩის მოსახლეობა, 2010 წლის აღწერით 12 ადამიანს შეადგენს.
1960 წელს დაარსდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სოფლის მოსახლეობას ხმის მიცემა აშშ-ში საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე შეუძლია, ზუსტად შუა ღამით.

banner
წინა სტატიაშიBBC: არჩევნები აშშ-ში, ვინ გაიმარჯვებს- ტრამპი თუ კლინტონი
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ენმ ,,მიშისტებად” და ,,გიგისტებად” დაიყოფა