“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმების ფაქტები გამოავლინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორაციით, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა.

“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა”, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”.

თბილისში – ნანა მანიჟაშვილი 2015 წლიდან საბურთალოს რაიონის გამგეობა, მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს. 2016 წლიდან მისი მეუღლე, ლუკა ბურჯალიანი ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექ.ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თანამდებობაზე დაინიშნა.

2014 წლის დეკლარაციით, მეგი კალატოზი ისნის რაიონის გამგეობა, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015 წლის დეკლარაციით, მისი დედა მარინა დავითულიანი ნავთლუღის ტერიტორიული მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა.

2016 წლის დეკალრაციით, მეგი კალატოზი ისნის რაიონის გამგეობა, ნავთლუღის საუბნო განყოფილების უფროსის, გამგებლის წარმომადგენელი გახდა. 2016 წლის დეკლარაციით კი, მარინა დავითულიანი ამავე უწყების, ისნის რაიონის გამგეობა ექსპერტ-კონსულტანტი გახდა;

გულო ზუმბაძე 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. 2015 წლიდან მისი შვილი, ნინო ნოღაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შტატგარეშე მოსამსახურეა.

გიორგი ჯიღაურიშვილი დიდუბის რაიონის გამგეობა, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი დედა, მანანა ჯიღაურიშვილი 2015 წლიდან დიდუბის რაიონის გამგეობაში სოციალურ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

ვასილ ბექაური 2014 წლიდან ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ნაძალადევის უბნის სამსახურის უფროსის მ/შ (ყოფილი). 2015 წელის დეკლარაციით მისი შვილი, ქეთევან ბექაური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტად დაინიშნა.

ნანა მაისურაძე 2014 წლიდან კრწანისის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოადგილის მ/შ. 2015 წლის დეკლარაციით მისი შვილი, ოთარ ბალანჩივაძე ქ. თბილისის საკრებულოში მთავარ სპეციალისტად იწყებს მუშაობას;

ააიპ-ები, სსიპ-ები;

გიორგი შარაბიძე 2014 წლიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის თავმჯდომარის მოადგილეა. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ანა შეყრილაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტატგარეშე მოსამსახურეა.

დალი კაპანაძე 2012 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, თენგიზ ქურდაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურე გახდა. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით კი ის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

ლევან ხარატიშვილი 2013 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ირინე ბაღდადიშვილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტია

ამირან დათეშიძე 2012 წლიდან შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ამჟამად ის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი . 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, თამარ პაპავა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელი გახდა როდესაც ამირან დათეშიძე სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი და პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მ/შ იყო.

banner
წინა სტატიაშიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ავტორს სანადირო თოფი დაულუქა
შემდეგი სტატიაBBC: არჩევნები აშშ-ში, ვინ გაიმარჯვებს- ტრამპი თუ კლინტონი