ბავარიაში 250 კილოიანი ბომბის გამო ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა

გერმანიაში, ბავარიია მიწაზე, ქალაქ რეგენსბურგში 4500 ადამიანის ევაკუაცია მოხდა ნაპოვნი 250 კილოგრამიანი ბომბის გამო.

ბომბი სამშაბათს სამშენებლო სამუშაოების დღოს იპოვეს და ის მეორე მსოფლიო ომისდროინდელია. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ბომბის ტრანსპორტირება დეტონაციის მიზნით შეუძლებელია.

რადგანაც ადგილობრივების ნაწილი უარს ამბობდა ევაკუაციაზე, მოსახლეობის გაყვანის პროცესი გვიან ღამამდე გაგრძელდა.

ბომბი დღეს დილის საათებში ააფეთქეს. მისი ხმა მთელ ქალაქში ისმოდა – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაში,,ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნები პირველ რიგში, ძალის დემონსტრირების პოლიტიკაა”
შემდეგი სტატიამორიგი სკანდალი იუსტიციის საბჭოში – პარლამენტმა ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი საბჭოში კანონდარღვევით გაამწესა