ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ პირს, რომლებიც კლინიკაში საკარანტინო სივრციდან დღეს გამთენიისას გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი ინფიცირებული მოქალაქე რჩება, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარაში, საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 100 -ზე მეტი პირია.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
შემდეგი სტატიაფოთში , თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეთა რიცხვი 42- მდე გაიზარდა და მათ შორის სამი არასრულწლოვანია