ფოთში , თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეთა რიცხვი 42- მდე გაიზარდა და მათ შორის სამი არასრულწლოვანია

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში სამი ადამიანია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ საღამოდან დღეის ჩათვლით 10 ადამიანია აყვანილი თვითიზოლაციაზე, აქედან სამი ბავშვია, დაახლოებით 14-დან 18 წლამდე ასაკის, დანარჩებნები 40-დან 46 წლამდე ასაკის მოქალაქეები. ისინი პოლონეთიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან არიან ჩამოსულები ერთი ბათუმში, საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ, რადგან ოჯახში არ იყო შესაბამისი პირობები. თვითიზოლაციაში მყოფი ყველა ადამიანი თავს გრძნობს დამაკმყოფილებლად, არცერთს არა აქვს კლინიკური ნიშნები. დღეის მონაცეებით თვითიზოლაციაში 42 ადამინი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი სამი,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში პოლიციამ იძულების წესით კარანტინში რამდენიმე პირი გადაიყვანა