ბათუმის ავტოსადგურში დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს

region
ავტ.: region იანვარი 30, 2019 15:13

ბათუმის ავტოსადგურში დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს

ბათუმის ავტოსადგურში დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი დააკავეს.

დაპირისპირება გარემოვაჭრეებს უკავშირდება, რომლებიც ორი დღის წინ წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ ავტოსადგურში გადაიყვანა. გარემოვაჭრეები მერიას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქციები გარემოვაჭრეებმა გუშინ იმ პირობით შეწყვიტეს, რომ მერია მათთვის ავტოსადგურის ეზოში ჯიხურებს მოაწყობდა, სადაც ვაჭრობას შეძლებდნენ. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ავტოსადგურის ადმინისტრაციამ დღეს მათ ვაჭრობის გასაგრძელებლად თანხა მოსთხოვა. ამასთან, მათი თქმით, გაირკვა, რომ ჯიხურები საკუთარი სახსრებით უნდა მოაწყონ.

შექმნილი ვითარების გაპროტესტების დროს, ავტოსადგურში გარემოვაჭრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„გუშინ შევთანხმდით, რომ ეზოში ჯიხურები განთავსდებოდა, თუმცა მოგვატყუეს და გვითხრეს, რომ ჯიხურები ჩვენი სახსრებით გავაკეთოთ ან ავტოსადგურის მეორე სართულზე განვაგრძოთ ვაჭრობა. ამას ვეწინაღმდეგებით, ასე არ შევთანხმებულვართ. ვითხოვთ, ავტოსადგურის ეზოში მოგვეცეს ვაჭრობის უფლება და ჯიხურები დაგვიდგას მერიამ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ინდირა ბერიძე.

ასევე, აქციის მონაწილე დარეჯან ბერიძის განცხადებით, გუშინ შეთანხმდნენ, რომ გადახდას ორი თვის შემდეგ დაიწყებდნენ და ეტაპობრივად დაფარავდნენ, თუმცა დღეს პირობები შეიცვალა.

„მოგვთხოვეს, თითოეულმა მოვაჭრემ ჯიხურისთვის წინასწარ 100 აშშ დოლარი გადავიხადოთ. ჩვენ არ დავთანხმდით და ამას მოჰყვა ხმაური. ჩხუბის დროს რამდენიმე მაგიდა დაზიანდა და ერთი პირი დააკავეს“, – განაცხადა დარეჯან ბერიძემ.

მამაკაცი, რომელმაც დაპირისპირების დროს რამდენიმე მაგიდა დააზიანა, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

region
ავტ.: region იანვარი 30, 2019 15:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics