ეს რეალურად დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კუპატაძე სად გააკეთებს ფულს? – ნიკა მელია

ეს რეალურად დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კუპატაძე სად გააკეთებს ფულს? – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ კუპატაძეს, ყოფილ ან მოქმედ შს მინისტრების და მაღალჩინოსნებს, ყველაფერს მაინც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

“კუპატაძე იქნება ჭიკაიძეს დააბრუნებენ ღარიბაშვილს დააბრუნებენ – ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი ერთი ადამიანია ბიძინა, ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, კუპატაძე სად აიღებს ხელფასს 4-5 ათას ლარს – საპატრულო პოლიციის შეფის თანამდებობაზე თუ საზღვრის დეპარტამენტში მუშაობისას? სად გააკეთებს ბიზნესს პარალელურად და სად იშოვის კორუფციული სქემებით ფულს, იმ შენობაში მომუშავე თუ ამ შენობაში მომუშავე რა მნიშვნელობა აქვს?”-ამბობს ნიკა მელია.

საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან გადადგა. ის საპატრულო პოლიციას 2017 წლის 23 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

ამ დროის განმავლობაში კუპატაძე არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ოპოზიციის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროს ლობირებდა სიმამრის კომპანიას, რომელმაც შს სამინისტროში მსხვილი ტენდერი მოიგო. კომპანიას უწყების თანამშრომლებისთვის ფორმები უნდა შეეკერა.

კუპატაძე მამების აქციების დაშლაშიც აქტიურობდა. ბოლოს კი ის ფიგურირებდა ველისციხეში ინაუგურაციის დროს მომხდარ დაპირისპრებაში. ის ნიკა მელიას პირადად დაუპირიპირდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ავტოსადგურში დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს
შემდეგი სტატიასაარჩევნო სისტემის ცვლილება – ოპოზიცია ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს