ბარაკ ობამა: ვლადიმერ პუტინი ევროპული ერთიანობის დარღვევას ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპული ერთიანობის დარღვევას ცდილობს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ამერიკული ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას რუსეთის ხელისუფლებისათვის საფრთხედ განიხილავს.

როგორვ ბარაკ ობამა ამბობს, ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ აშშ-ის პრობლემაცაა. თუმცა მისი თქმით, სტრატეგიულად კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროპაში “ულტრამემრჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება იმ დონემდე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ერთიანობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი ექსპლუატაცია ისეთი ადამიანების მიერ ხდება, როგორიცაა ბატონი პუტინი”.

აშშ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდომას უშვებს. ბარაკ ობამას განმარტებით, ძლიერი, ერთიანი ევროპა ძლიერ და გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან ერთად მუშაობით “სწორი რეცეპტია”.

ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, ჰანოვერში სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დასვალეთმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებამდე უნდა გააგრძელოს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები წარმატებით გატარდა
შემდეგი სტატიაავტობუსის მძღოლები ორთაჭალის ავტოსადგურში აქციას მართავენ