თეა წულუკიანი: ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები წარმატებით გატარდა

იუსტიცის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და ქვეყანა ცუდ სირპირიზებს აღარ უნდა ელოდოს.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო.

საკითხის პირველ განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

„კომიტეტზე ნათლად ჩანდა, რომ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, წარმატებით გატარდა. ვფიქრობ, ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, რაკი ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნითაა შესრულებული. ყველაფერი გაკეთებულია, რაც გასაკეთებელი იყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი პოზიტიური ანგარიშით წარდგა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტების წინაშე.

ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, უზრუნველყოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: ვლადიმერ პუტინი ევროპული ერთიანობის დარღვევას ცდილობს