ავტობუსის მძღოლები ორთაჭალის ავტოსადგურში აქციას მართავენ

ავტობუსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს ორთაჭალის ავტოსადგურში. მძღოლები კომპანია “მეტროს” ბაზარზე ოპერირებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, “შპს მეტროს” ავტობუსები მათ შიდა რეისებში ეცილებიან და კლიენტებს ართმევენ, რადგანაც აღნიშნული კომპანია მგზავრებს შედარებით დაბალ ფასში სთავაზობს მგზავრობას. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, კომპანია ბაზრის მონოპოლიზაციას ცდილობს. თავის მხრივ, კომპანია “მეტროს” მენეჯერი, ირაკლი სირაძე, ფასების დაწევას უარყოფს და ამბობს, რომ ფასები “მეტრომ” თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირიქით, მოამატა.

“ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ ყველანაირად, კომფორტს ვუქმნით ,როგორ უნდა დაუშალო საქართველოში ვინმეს მუშაობა. ჩვენთან მოდის კლიენტი, იმიტომ რომ კომფორტული ავტობუსი გვაქვს და ნორმალური ფასი. გამოიყვანონ უკეთესი ავტობუსი ან უკეთესი ფასი შესთავაზონ კლიენტს და იმუშაონ.”- განაცხადა ირაკლი სირაძემ.
ავტობუსის მძღოლები აქციებს იმ შემთხევავაში აანონსებენ თუ კომპანია “მეტრო” საქართველოს მაშტაბით შიდა რეისების შესრულებას არ შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა: ვლადიმერ პუტინი ევროპული ერთიანობის დარღვევას ცდილობს
შემდეგი სტატია(video) პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ლატვიისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა