Bank of America: შესაძლებელია 1998 წლის ფინანსური კრიზისი განმეორდეს

მიმდინარე გლობალური ბაზრის მდგომარეობა 1997-1998 წლების მდგომარეობას გავს, როცა ფინანსური კრიზისი დაიწყო – აშშ-ს უმსხვილესი საბანკო ჯგუფის Bank of America-ს ექსპერტები ამბობენ. “აშშ-ში მიმდინარე ზრდა, განვითარებად ქვეყნებში ბაზრის შემცირება და სხვა, 20 წლის წინანდელ მოვლენებს გავს” – “ბლუმბერგი” Bank of America-ს ანალიტიკს მაიკლ ჰარტნეტს ციტირებს.
კრიზისი 1997 წელს ტაილანდში ბატის დევალვაციით დაიწყო, შემდეგ სხვა განვითარებად ქვეყნებში გადავიდა და საბოლოოდ 1998 წელს რუსეთში გამოიწია დეფოლტი.

ექსპერტების დაკვირვებით, დღეს ძლიერი დოლარი განვითარებად ბაზრებზე ზეწოლას ახდენს, ობლიგაციის ბაზარი მინიმუმს უახლოვდება და ამასთანავე, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი იზრდება – ამდაგვარად, მსოფლიო აღმოჩნდა შემჭიდროვებულ წრეში, ისევე, როგორც 20 წლის წინ.

ერთი თვის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პროგნოზში აღნიშნული იყო, რომ რეცესიის გლობალური ციკლის მიხედვით ის ყოველ ცხრა წელში მეორდება, უკანასკნელი გლობალური კრიზისი კი 2008 წელს მოხდა.
ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა მაისში თქვა, რომ ის მოახლოვებული რეცესიის ნიშნებს ხედავს – ინფორმაციას  “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკრიზისი აშშ-ში: ტოტალური პოლიტიკური ომი ტრამპის გარდა ყველას ღლის
შემდეგი სტატია,,იოსებ სიგუა შეუძლოდ იყო და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამიტომ ვერ გამოცხადდა – პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად”