კრიზისი აშშ-ში: ტოტალური პოლიტიკური ომი ტრამპის გარდა ყველას ღლის

შეწყვეტილი სადილები, საგზაო შეხლა-შემოხლა, მუქარის შემცველი მიმოწერები. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველდღე ხვდება ლიბერალების აგრესიულ გამოხტომებს, რომლებიც აღშფოთებული არიან პრეზიდენტის მოქმედებებითა და ლაპარაკით.
არის თუ არა ეს იმის მაჩვენებელი, რომ პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია, ან იმის ნიშანი, რომ ლიბერალები საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ, ან იქნებ ეს მოქალაქეების მოსალოდნელი რეაქციაა, რომლებიც თვლიან, რომ მიმდინარეობს ისტორიული ეროვნული კრიზისი, პრეზიდენტი კი, კრიტიკოსების თქმით, უსიამოვნებების ალის გაჩაღებაზე აფანატებს.

გააჩნია ვის ეკითხებით და ასევე, იმას, აშშ-ს გაყოფილი საზოგადოება ვის ანიჭებს პოლიტიკურ უპირატესობას.
მოქმედებებისა და წინააღმდეგობების ახალი ტალღა, ბრალდებები და კონტრბრალდებები გასულ კვირას დაიწყო, როცა აქტივისტების ჯგუფმა, რომლებიც საზღვარზე მიგრანტების ოჯახების გაყოფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების მინისტრი კრისტენ ნილსონი აიძულა სადილი შეეწყვიტა ვაშინგტონში, მექსიკურ რესტორანში.

ცხადია, პროტესტები დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო დროის დასაწყისიდან მიდის, თუმცა, მოტირალი ბავშვებისა და მათი მშობლების აუდიოჩანაწერებმა, რომელიც ახლახანს გავრცელდა, შოკის ეფექტი გამოიწვია მემარცხენეების ისედაც დაძაბულ ნერვულ სისტემაში.

ნილსონთან მომხდარი ინციდენტრიდან რამდენიმე დღეში ფლორიდის შტატის პროკურორი პემ ბონდი, რომელიც დონალდ ტრამპის დიდი ხნის თანამოაზრეა, მემარცხენე აქტივისტებმა თეატრიდან გააგდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე, იმიგრაციისა და ჯანდაცვის რეფორმებზე მხარდაჭერის გამო შეკითხვების დასმით.
იმავე საღამოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ლეკსინგტონში, რესპორან Red Hen-ის მფლობელმა სტეფანი უილკინსონმა თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი გააგდო რესტორნიდან, სადაც სანდერსი ოჯახთან ერთად სადილობდა და მას სხვა ადგილის მოძებნა ურჩია. სანდერსი, ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა, უილკინსონს დაემორჩილა.

მოგვიანებით რესტორნის მეპატრონემ Washington Post-ს განუცხადა, რომ თვითონ და რესტორნის თანამშრომლები თვლიან, რომ ტრამპის პოლიტიკა გეებისა და იმიგრანტების ოჯახების მიმართ არაადამიანური და არაეთიკურია. “მე კონფრონტაციის დიდი მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენს დემოკრატიას დაუდგა ის დრო, როცა ხალხმა საკუთარ კომფორტსა და მოქმედებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს იმ მიმართულებით, რასაც საკუთარი მორალური პრინციპები უღვიძებენ” – განაცხადა სტეფანი უილკინსონმა.
ინციდენტის შესახებ “ფეისბუქზე” ერთ-ერთმა მიმტანმა დაწერა. სანდერსმა, მედიის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, ინფორმაცია დაადასტურა. რესტორანს კი მაშინათვე თავს დაატყდა სიმპათიებისა და მუქარის ტალღა და სანდერსს, სავარაუდოდ, აშშ-ს საიდუმლო სამსახური დაიცავს.

კონგრესში დემოკრატების წარმომადგენელმა მაკსინ უოტერსმა, მიტინგზე გამოსვლისას მხარი დაუჭირა რესტორანში მომხდარ ინციდენტს და ხალხს მოუწოდა პროტესტი განაგრძონ.
“ამერიკელები საკმარისზე დიდი ხანია ამ პრეზიდენტს ითმენენ. თუკი თქვენ ადმინისტრაციიდან ვინმეს ნახავთ რესტორანში, მაღაზიაში, ბენზოგასამართ სადგურზე, გამოდით იქიდან, შეყარეთ ხალხი და გამოხატეთ თქვენი უთანხმოება” – ხალხს მოუწოდა კონგრესმენმა.

ორშაბათს ტრამპმა საკუთარ ტვიტში რესტორნის ინციდენტზე დაწერა და იქ არსებული სისუფთავის პრობლემები აღნიშნა, უოტერსზე კი აღნიშნა, რომ ის “ინტელექტის ძალიან დაბალი კოეფიციენტის მატარებელია”. “მან ამ წუთას მოწოდება გააკეთა მოძრაობა “”Make America Great Again”-ის (დავუბრუნოთ ამერიკას დიდება) საკმაოდ მრავალრიცხოვან მომხრეებს ზიანი მიაყენონ – იყავი საკუთარ სურვილებთან ფრთხილი, მაკს!” – დაწერა რტამპმა.

ამის შემდეგ პროტესტანტებმა პრეზიდენტის უფროსი მრჩეველის სტივენ მილერის სახლთან პიკეტი მოაწყვეს. მილერი ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის არქიტექტორად ითვლება. აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ფურცლები, სადაც ოჯახის გაყოფის წინააღმდეგ პოლიტიკას გმობდნენ, ასევე, მას ბავშვების გატაცებაში, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში, ისლამოფობიაში, ნაციოზმის იდეის წამოწევაში, თეთრი რასის უპირატესობის იდეაში სდებდნენ ბრალს.

მიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აქტივისტებმა ხმამაღლა გალანძღეს სენატში რესპუბლიკელების წარმომადგენელი მიტჩ მაკონელი, რომელსაც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში შეხვდნენ, შემდეგ კი გადაწვდნენ მის ცოლს, ტრანსპორტის მინისტრს ელეინ ლან ჩაოს.

ხუთშაბათ საღამოს ტრამპი თავით გადაეშვა პოლიტიკურ კონფლიქტში, როცა დაწერა რომ რესტორნის პროტესტანტებს ანარქია სურთ და რომ ხელისუფლება მკაცრად დაიცავს კანონიერებასა და წესრიგს.
თავისი სტილი – არასდროს დაიხიოს ბრძოლისგან – ტრამპმა არა ერთხელ აჩვენა საარჩევნო კაპმანიის დროსაც და თეთრ სახლშიც. აშშ-ს პრეზიდენტის ტრადიციული როლი კი შემრიგებელია, ძალა, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს და არა პირიქით.
პრეზიდენტი ტრამპი, კი ჩვეულებრივ, კონფლიქტებში ხარჯავს ძალას და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მემარცხენე ფლანგზე მყოფი ოპონენტების წინააღმდეგობა ცუდი საშუალება არ არის საკუთარი პოლიტიკური ბაზის გამოსაცოცხლებლად.

ტრამპსა და მის წინამორბედს შორის განსხვავება ასეთი ცხადი არასდროს ყოფილა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ხუთშაბათს ბარაკ ობამამ დემოკრატებს უთხრა, რომ პარტიამ საარჩევნო კამპანიისას აქცენტი უნდა გააკეთოს იმედსა და ერთობაზე. “ქვეყანაში უმეტესობას სურვილი არა აქვს თვალყური ადევნოს მგლების ხროვის მოქმედებებს, სადაც გამწარებული ესხმიან თავს ერთმანეთს” – თქვა ობამამ.

მიმდინარე პროტესტებისა და დემონსტრაციების კონფრონტაციულმა ხასიათმა დებატები წარმოშვა, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებსა და გაზეთებში – ხდება თუ არა ამერიკის პოლიტიკური დისკურსი უხეში.

Daily Beast-ის ჟურნალისტმა მეთ ლუისმა ამას “არა-სამოქალაქო ომი” უწოდა, სადაც ყოველი მხარე მოწინააღმდეგეს “ბოროტულს და არალეგიტიმურს” უწოდებს და მოქმედებს შესაბამისად.
ვირჯინიის უნივერსიტეტის მილერის ცენტრის საპრეზიდენტო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ბარბარა პერიმ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე მოვლენებში კარგი ძალიან ცოტაა, “საშიში დონე” უპრეცენდენტობისგან შორს დგას. მას მაგალითად მოყავს 2000 წლის საპრეზიდენტო მარათონი, რომლის შედეგები აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, ვიეტნამის ომის შესახებ პროტესტები, 1960 წლის სამოქალაქო უფლებების შესახებ გადატრიალება, ნამდვილი სამოქალაო ომი – ის, რომელიც ყველაფერს ტყვიით წყვეტს. “ამერიკა რევოლუციასა და ომებში ჩაისახა, ამიტომ კონფრონტაცია და კონფლიქტი, რაღაც გაგებით სისხლში გვაქვს” – ამბობს მეცნიერი.
“1960-იან წლებში ჩვენს ლიდერებს პოლიტიკურ აქციებსა და ქუჩებში ხოცავდნენ. დავატოლებთ თუ არა ამას სარა სანდერსის შემთხვევას, როცა მას რესტორნის დატოვების შესახებ სთხოვეს? არა” – ამბობს ბარბარა პერი.

2017 წლის ნოემბერში Marist Poll-ის სოციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმერესობა – 67% თვლის, რომ ტრამპის დროს “ცივილიზაციის საერთო ტონი” ვაშინგტონში გაუარესდა, მხოლოდ 6 % თვლის, რომ გაუმჯობესდა.
CBS/YouGov-ის მაისის კვლევებით, დონალდ ტრამპის მომხრეებს პრეზიდენტში ყველაზე მეტად ის მოსწონთ, რომ მას “ისტაბლიშმენტი და ელიტა” მდგომარეობიდან გამოყავს (78%).

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისის თვეში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 63,679 მგზავრს მოემსახურა
შემდეგი სტატიაBank of America: შესაძლებელია 1998 წლის ფინანსური კრიზისი განმეორდეს