,,იოსებ სიგუა შეუძლოდ იყო და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამიტომ ვერ გამოცხადდა – პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გავრცელებულ ინფორმაციას იოსებ სიგუას თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ ადასტურებს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ს თანამშრომელი იოსებ სიგუა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა გუშინ საგამოძიებო კომისის სხდომაზე. მისივე თქმით, მას თანამდებობა არ დაუტოვებია და საგამოძიებო კომისიის კითხვებს, გამოჯანმრთელების შემდეგ გასცემს პასუხებს.

„იოსებ სიგუას მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იგი იმყოფებოდა შეუძლოდ, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად. როგორც კი გამოჯანმრთელდება, ეს ადამიანი გამოცხადდება კომისიაზე. ის დაგეგმილად არ გახდა ცუდად და ვერ ჩააყენა პარლამენტი საქმის კურსში, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდა კომისიას ინფორმაცია მივაწოდეთ. კომისიაში გამოცხადების და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების არანაირი პრობლემა სამინისტროს არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს“, –განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ გამოცხადდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა უკმაყოფილება გამოთქვა.

„მთელი დღე ვცდილობდით იოსებ სიგუასთან დაკავშირებას, ეს არ არის “ნინიას ბაღი”, როცა უნდა არ მოვიდეს, ან საშინაო დავალება არ მოიტანოს“, – განაცხადა გუშინ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიBank of America: შესაძლებელია 1998 წლის ფინანსური კრიზისი განმეორდეს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიამ შს სამინისტროსგან მილიონობით ლარის მოგება ნახა, რეალობას არ შეესაბამება