ბაიდენმა უკრაინას კრედიტი გენპროკურორში გაუცვალა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდებმა განაცხადა, რომ მილიარდიან კრედიტს, რომელიც უკრაინას ჰქონდა გამოეყოფილი, შეაჩერებდა იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის იმ დროინდელი გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი არ იქნებოდა განთავისუფლებული – ამის შესახებ პოლიტიკოსმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, შესაბამისი წინადადება მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან დიალოგში გააჟღერა. “პეტრე, თქვენ თქვენს მილიარდ დოლარს ვერ მიიღებთ. კარგი. თქვენ შეგიძლიათ დაიტოვოთ გენერალური პროკურორი, მაგრამ გაიგეთ, ჩვენ არ გადავიხდით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ასე მოიქცევით” – გამოცემას ბაიდენის სიტყვები მოყავს.

22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებიდან ამოღებულია. ტრანშის შეჩერება ელექტრონული დეკლარირების სისტემის ჩაშვებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ პეტრე პოროშენკომ, ქვეყნის გენერალური პროკურორს ვიქტორ შოკინს თანამდებობიდან წასვლა 16 თებერვალს ურჩია.
რადამ გენერალური პროკურორის გადაყენებას კენჭი 29 მარტს უყარა. მის ადგილზე 12 მაისს იური ლუცენკო დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიაში საკუთარი ოპერაციის ხანგრძლივობა დაასახელა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ სამხედრო აღლუმი მაიაკოვსკის ლექსით გახსნა