თურქეთმა სირიაში საკუთარი ოპერაციის ხანგრძლივობა დაასახელა

სირიის ქალაქ ჯერაბლუსში თურქი სამხედროების მიერ დღეს დილით დაწყებული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ “ისლამური სახელმწიფო” ტერიტორიას არ დატოვებს – ამის შესახებ განცხადება თურქეთის შს მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა – თურქული Haberturk-ი წერს.
ჩვენ ტერორისტულ დაჯგუფებებს უფლებას არ მივცემთ თურქეთს დაემუქრონ. ეს საკითხი გადაიჭრება” – განაცხადა მინისტრმა.
ტელეკომპანია “ალ-მაიადნ”-ის ცნობით, თურქი სამხედროები ჯერაბლუსში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შევიდნენ და პრაქტიკულად ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს. აღნიშნავენ, რომ ქუჩებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ბოევიკები დარჩნენ – ისინი უკან იხევენ.

ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საბრი ოსმანმა განაცხადა, რომ მსხვერპლს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაცია ანკარამ დღეს დილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითურქ სამხედროებს სირიაში ჰაერიდან აშშ დაიცავს
შემდეგი სტატიაბაიდენმა უკრაინას კრედიტი გენპროკურორში გაუცვალა