პოროშენკომ სამხედრო აღლუმი მაიაკოვსკის ლექსით გახსნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო აღლუმის დაწყებამდე გამოსვლა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს კიევში გაიმართა, საბჭოთა პოეტის, ვლადიმირ მაიაკოვსკის ლექსიდან «Долг Украине» სტროფით გახსნა – «112 Украина» ავრცელებს.

«Товарищ москаль, на Украину шуток не скаль» – ლექსიდან ციტატა მოიყვანა პოროშენკომ. ის ამ ნაწყვეტით სამხედრო აღლუმის რაობის ახსნას ცდილობდა.

უკრაინამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა.
მედიისთვის დამზადებულ სპეციალურ რელიზში, რომელიც უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ შეადგინა, ნათქვამია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობამ დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა უკრაინას კრედიტი გენპროკურორში გაუცვალა
შემდეგი სტატიაპოროშენკო: მტერმა უკრაინა ვერ დააჩოქა