ბაიდენი – პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს

ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებების მიზანი არის აღმოფხვრას უკრაინელი ერის კულტურა და თავს დაესხას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინის ქმედებებმა, იმის ნაცვლად, რომ ევროპა ნეიტრალური გაეხადა და მისი „ფინეთიზაცია“ მოეხდინა, მთელი ევროპა გააერთიანა და მისი „ნატოიზაცია” განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც ომის პირველ დღეებში ჰქონდათ
შემდეგი სტატიადონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს – უკრაინის გენშტაბი