ზელენსკი – ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც ომის პირველ დღეებში ჰქონდათ

ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24-ის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ. ამიტომ, მათ დონბასში მოახდინეს არტილერიის მაქსიმალური კონცენტრაცია, მაქსიმალური რეზერვები – არის სარაკეტო დარტყმები, ავიაცია, ყველაფერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა იცავს თავის მიწას, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული თავდაცვის რესურსი იძლევა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ამ რესურსის გასაზრდელად.

„თუ დამპყრობლებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანოს, ჩვენ მაინც აღვადგენთ ყველა ქალაქს და ყველა დასახლებას. იქ ჩვენი უკრაინული დროშების რეალური ალტერნატივა არ არსებობს და არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ
შემდეგი სტატიაბაიდენი – პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს