დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ნოვოპილისა და ნოვოდარივკას რაიონებში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, რის გამოც უკან დახევა მოუწიათ.

უწყების ცნობით, აგრესორებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ვრემივკას, პოლტავკას, ჩერნოვეს, ჰულიაიპოლეს, ორიხივის, კამიანსკესა და სხვა დასახლებებში.

“უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგად, მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და უკან დაიხია ნოვოპილისა და ნოვოდარივკას რაიონებში”, – აცხადებენ გენშტაბში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონში შეტევისთვის ემზადებოდნენ.

“ოკუპანტის ჯარებმა შეკრიბეს უამრავი ტექნიკა და პერსონალი ფრონტის ხაზის ველია ნოვოსილკა-ნოვოდარივკა-მალინივკას მონაკვეთზე. მტერი ცდილობს გადაადგილებას ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ ეს არ გამოუვათ”, – აცხადებდნენ ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს
შემდეგი სტატიაბელარუსმა უკრაინის საზღვართან “ისკანდერის” დივიზია გადაიყვანა