ბაღდადმა ამერიკელი სამხედროების ერაყში გაგზავნა აგრესიად შეაფასა

ერაყის პრემიერმა ჰაიდარ ალ-აბადმა განაცხადა, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ნაწილების ერაყის ტერიტორიაზე გამოჩენა “აგრესიის აქტად” ჩაითვლება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება.
“ჩვენ ისევ ვამბობთ, რომ ერაყს არ სჭირდება უცხო ქვეყნის სამხედრო კონტიგენტები და არც ერთ ქვეყანას არ ვთხოვთ გამოაგზავნოს საკუთარი ჯარები. ჩვენ ნებიესმიერი ქვეყნის არმიის ნაწილების ერაყში გამოჩენას აგრესიის აქტად შევაფასებთ” – ხაზი გაუსვა ალ-აბადმა.
გუშინ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ალ-აბადი აშშ-ს ინიციატივას, ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ჯარის შეყვანის შესახებ, მხარს უჭერდა. იმავე დღეს პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა, რომ აშშ ერაყში 100 , ან შესაძლოა მეტ სამხედროს გაუშვებს.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირთა მიმართ, ვინც გალის რაიონის ქართველებს პასპორტები დაურიგა
შემდეგი სტატიაბახტრიონის ქუჩაზე აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება