ბახტრიონის ქუჩაზე აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება

ქართველი

ბახტრიონის ქუჩაზე აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის მოწყობილობა აღმოაჩინეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ მანქანაზე. ექსპერტიზის პასუხი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ბახტრიონის ქუჩაზე აფასეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში შს სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობდნენ.

შემოწმების პროცესში მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელებულოა. როგორც ცნობილია ავტომობილი, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნოდა.

banner
წინა სტატიაშიბაღდადმა ამერიკელი სამხედროების ერაყში გაგზავნა აგრესიად შეაფასა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ირაკლი კობახიძეს მიმართავს