დე-ფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირთა მიმართ, ვინც გალის რაიონის ქართველებს პასპორტები დაურიგა

დე-ფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირთა მიმართ, ვინც გალის რაიონის ქართველებს პასპორტები დაურიგა

 

afxazetis-prokuraturaაფხაზეთის პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმე აღძრაიმ პირთა მიმართ, ვინც არაკანონიერი გზით გასცაარაღიარებული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები. ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთარაღიარებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საიტზე.

დე-ფაქტო აფხაზეთის გენერალურმაპროკურატურამ ჩაატარა გამოძიება იმის თაობაზე, თუ რამდენად დაცული იყო მოქმედი კანონი პასპორტების გაცემის დროს გალის რაიონში. შედეგად გამოვლინდა, რომ 2009 – 2013 წწ. გალის რაიონის სავიზო-საპასპორტო სამსახურის თანამდებობის პირებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მასიურად დაარღვიეს არაღიარებული აფხაზეთის კანონი.

„2015 წლის 3 დეკემბერს აღნიშნულ ფაქტზე აფხაზეთის გენერალური პროკურატურის სამძებრო სამმართველოს მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეაფხაზეთის გალის რაიონის მოქალაქეებზე, რომლებიც არაკანონიერად გასცემდნენ სახელმწიფო პასპორტებს, რაც ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ასევე მათ ეკრძალებათ გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობა  1-დან  3 წლამდე ვადის განმავლობაში“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საერთო ნაციონალური პასპორტების საქართველოს მოქალაქეებზე მასობრივად და არაკანონიერად გაცემისთვის.

 

banner
წინა სტატიაშისპეცსამსახურებმა პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის კვალი დაკარგეს
შემდეგი სტატიაბაღდადმა ამერიკელი სამხედროების ერაყში გაგზავნა აგრესიად შეაფასა