ავსტრიაში რენუარის ნახატი მოიპარეს

ავსტრიაში სამ მამაკაცზე გამოცხადდა ძებნა, რომლებიც ფრანგი იმპრესიონისტის პიერ რენუარის ნახატის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები – Bloomberg-ი წერს. პეიზაჟი “სრუტე, ზღვა, მწვანე კლეები” 26 ნოემბერს ვენაში სააუქციონო სახლი Dorotheum-დან მოიპარეს. ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, რომ მამაკაცები მეორე სართულზე მიძვრებიან, სადაც ტილო იყო გამოფენილი, შემდეგ კი ის ჩარჩოდან ამოიღეს. აღნიშნავენ, რომ “ცხადია, პრიფესიონალურმა ტრიომ შენობა სხვადასხვა მიმართულებით დატოვა”. ამავე დროს, ორ მამაკაცს საყიდლების ორი დიდი ჩანთა ჰქონდა თან.
სააუქციონო სახლმა ქურდობა დაადასტურა. ნახატი 28 ნოემბერს უნდა გაეტანათ გასაყიდად. ელოდებოდნენ, რომ ის 120-დან 160 ათას ევრომდე გაიყიდებოდა. ნახატი 1996 წელს Sotheby’s აუქციონზე 56 538 დოლარად გაიყიდ

banner
წინა სტატიაშიგერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ნაადრევი გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაეგვიპტეში კარგად შენახული მუმიები იპოვეს-ისინი, მინიმუმ 3 000 წლისაა