ეგვიპტეში კარგად შენახული მუმიები იპოვეს-ისინი, მინიმუმ 3 000 წლისაა

ეგვიპტეში, ელ-ასასიფის ნეკროპოლის სამარხში, სოფელ ფივას მიდამოებში ორი ხის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელშიც კარგად შენახული მუმიები ასვენია – ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ გაავრცელა. ერთი სარკოფაგი ეგვიპტის მე-17 დინასტიის მმართველობის ხანას განეკუთვნება, მეორე კი მე-18 დინასტიას – მინისტრმა ჰელენ ალ ანანიმ თქვა. საუბარია ჩვენს წელთააღრიცხვამდე XVII-XVI საუკუნეებზე. ამ დინასტიის მემკვიდრეები ფარაონთა მე-18 დინასტია იყო, რომელსაც 10 ფარაონი განეკუთვნება – “ბიბისი” წერს.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ არის სარკოფაგში დამარხული.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში რენუარის ნახატი მოიპარეს
შემდეგი სტატიაეუთო: მეორე ტურში ქართველმა ხალხმა ისევ დაადასტურა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება