ავსტრალიაში პილოტებისადმი ცრუ ბრძანებების მიცემის ფაქტებს გამოიძიებენ

ავსტრალიის პოლიცია დაახლოებით 15 ყალბი რადიოშეტყობინების საქმეს შეისწავლის, რომლებიც ეკიპაჟებმა მელბურნთან ახლოს ფრენისას მიიღეს.
არაკანონიერი რადიოშეტყობინებები იგზავნებოდა დაახლოებით ორი კვირის მანძილზე აეროპორტებში ტულამარინი და ავალონი – სამართალდამცველები ავრცელებენ.
ადგილობირივი მედიის თქმით, აეროპორტის სამსახურებისა და ეკიპაჟების საუბარში ჩარევა პორტატული რადიოგადამცემებით ხდებოდა.
ეი-ბი-სის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს Virgin Australia-ს აკიპაჟი იძულებული გახდა ჯერ სიმაღლე შეეცვალა, შემდეგ კი დაჯდომაზე უარი ეთქვა და მეორე წრეზე წასულიყო ყალბი ბრძანების გამო, რომელსაც უცნობი, რომელიც ამბობდა, რომ დისპეტჩერია, იძლეოდა.

გამოქვეყნებულია, ასევე, საუბარი დისპეტჩერსა და უცნობს შორის, რომელიც ამბობს, რომ მფრინავია.
ავსტრალიის პოლიციის თქმით, ისინი მომხდარს უკიდურესად საშიშად აფასებენ. მათ პილოტებს ყალბი დისპეტჩერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

banner
წინა სტატიაშიმედია ობამას სურვილზე საუბრობს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი გაანთავისუფლოს
შემდეგი სტატიაავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება