მედია ობამას სურვილზე საუბრობს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი გაანთავისუფლოს

სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დათანხმდა თავისი მრჩევლის ვალერი ჯარეტის დაჟინებულ რეკომენდაციას, თანამდებობიდან გაანთავისუფლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექოტორი ჯეიმს კომი – თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით The Daily Mail-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ობამა და ჯარეტი უკანასკნელი დღეების მანძილზე ამ ნაბიჯის პოლიტიკურ და იურიდიულ შედეგებზე მუშაობდნენ.

ობამას განრისხება გამოიწვია კომის გადაწყვეტილებამ, რომელიც მან არჩევნებამდე 11 დღით ადრე მიიღო – აღედგინა გამოძიება დემოკრატ ჰილარი კლინტონთან დაკავშირებით, მისი ელექტრონული ფოსტის შესახებ. ამასთანავე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოძიება ისევ შეწყდა, რადგანაც კლინტონის ბრალეულობა ვერ დამტკიცდა.

The Daily Mail-ის ცნობით, ობამას, თავდაპირველად კომის განთავისუფლება არ უნდოდა, ერიდებოდა იმას, რომ ამას საზოგადოება მიიღებდა როგორც შურისძიებას, თუმცა, ჯარეტმა ობამა დაარწმუნა იმაში, რომ კომის არჩევნების პროცესში ჩარევის გამო, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ამასთანავე, აღნიშნული ზომა კონგრესის ორივე პარტიაში მიიღებს მხარდაჭერას, რადგანაც დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც კომისადმი გულგრილები არიან.
გამოცემის ინფორმაციით, ობამამ უკვე გასცა განკარგულება კომის გასათავისუფლებლად შესაბამისი დოკუმენტების მომზადების შესახებ, რომელიც არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოხდება.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ 4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაავსტრალიაში პილოტებისადმი ცრუ ბრძანებების მიცემის ფაქტებს გამოიძიებენ