ავიაკომპანია Cathay Pacific-ის პილოტი დაშვებამდე ერთი საათით ადრე ცუდად გახდა

ავიაკომპანია Cathay Pacific-ის პილოტი დაშვებამდე ერთი საათით ადრე ცუდად გახდა და თვითმფრინავის მართვა ვერ შეძლო – Daily Mail-ი წერს. ინციდენტი თვითმფრინავში მოხდა, რომელიც პეტრადან ჰონკონგში მიფრინავდა. შემთხვევის შესახებ, რომელიც თებერვალში იყო, ახლა გახდა ცნობილი. მიღებული მოხსენების თანახმად, თვითმფრინავის მეთაური მოულოდნელად გახდა ცუდად, ის ვერ სუნთქავდა და მხედველობა დაკარგა. მან საკუთარი მდგომარეობის შესახებ ეკიპაჟს აცნობა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. თვითმფრინავში 283 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის აღმოჩნდა ექიმი, რომელმაც მფრინავს პირველადი დახმარება გაუწია. თვითმფრინავი მეორე პილოტმა მშვიდობით დასვა. ლეიტენანტი დაფრენისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიშრი-ლანკაში სამი ახალი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიასარაკეტო ქარხანაში ხანძარმა 20 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია