შრი-ლანკაში სამი ახალი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაში სამი ახალი აფეთქება მოხდა – ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია. აფეთქებები ქვეყნის აღმოსავლეთით ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას მოეწყო. ოპერაციას სამართალდამცველები ატარებდნენ. რამდენიმე ადამიანმა თავი აიფეთქა მაშინ, როცა პოლიცია იმ ადგილის დაკავებას ცდილობდა, სადაც ასაფეთქებელ მოწყობილობებს აკეთებდნენ ტერორისტები – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

21აპრილს შრი-ლანკაში რვა ტერაქტი მოხდა, რომლის დროსაც 200-ზე მეტი პირი დაიუპა. თავდაპირველად გავრცელდა, რომ გარდაცვლილი იყო 350 ადამიანი. დაჭრილია 500-ზე მეტი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაში10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი – საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Cathay Pacific-ის პილოტი დაშვებამდე ერთი საათით ადრე ცუდად გახდა