სარაკეტო ქარხანაში ხანძარმა 20 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქმემდებარებაში მყოფ სარაკეტო ქარხანაში “კრასმაში”, რომელიც კრასნოიარსკში მდებარეობს, ხანძარი 20 ათას კვადრატულ მეტრზეა უკვე გავრცელებული. ასევე, შენობის გარკვეული ნაწილიც ჩამოიშალა. ადგილზე ასამდე მეხანძრე მუშაობს. საგანგებო შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია ლაბორატორია, რომელიც ხანძრის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს.
ხანძარი ბალისტიკური რაკეტების საწყობიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მძვინვარებს. რაკეტების აფეთქების საშიშროება არ არის – “ბიბისი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანია Cathay Pacific-ის პილოტი დაშვებამდე ერთი საათით ადრე ცუდად გახდა
შემდეგი სტატიაDaimler-მა არ იცის, კიმ ჩენ ინს საიდან ყავს მისი ლიმუზინი