ავღანეთში თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს – 20 ადამიანი დაიღუპა

თალიბები სამხრეთ ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან სამხედრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს და 20 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს – Associated Press-ი წერს. კანდაგარის პროვინციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჭრილია რვა სამხედრო პირი. მომხდარზე პასუხისმგებლობა “თალიბანის” წარმომადგენელმა აიღო საკუთარ თავზე და განაცხადა, რომ ჯგუფმა იარაღი და ტწვია-წამალიც გაიტაცა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ამოტრიალებული ავტომანქანები გამოჩნდა
შემდეგი სტატიაირაკლი ტაბლიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ გააქარწყლა რამდენიმე ეჭვი