ირაკლი ტაბლიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ გააქარწყლა რამდენიმე ეჭვი

“ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ გააქარწყლა რამდენიმე ეჭვი.
მაგალითად ეჭვი იმის თაობაზე, რომ ან ბესელიას დაეყრდნობა ან, ვთქვათ, მაღრაძეს და მის გუნდს.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “დაიცავი საქართველო” გაფართოვდება და შემოიერთებს ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილის სამეულს. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს “დიდი” ჯგუფი მიუერთიანდეს ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსს”.

გამოდის, რომ 2020 წლისათვის ჩვენ მივიღებთ არა ორ, არამედ, ერთბაშად ოთხ იმგვარ პოლიტიკურ ძალა-ცენტრს, რომლებსაც მსუყედ შეეძლებათ სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

1. ქართული ოცნება
2. ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია
3. ევ.საქები და თავ.დემები
4. ინაშვილ-ბესელია-მაღრაძის გაერთიანება.

პრობლემაა, რომ ეს უკანასკნელი ალიანსი გაცილებით მეტ ხმას მიიღებს ვიდრე 2016 წელს მიიღო.

ახლა კითხვაა – ვინ დააკომპლექტებს მთავრობას?..
დასჭირდება კი ალიანსი ოცნებას გამარჯვების შემთხვევაში?..
თუ ალიანსი არ შედგა, იქნება თუ არა კრიზისი…
საერთოდ რა შემადგენლობის იქნება ოცნება?”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირაკლი ტაბლიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს – 20 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია“ცენტრ პოინტის” საქმის „მიონის” ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა