თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანები გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩნდა. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ ბოძებზეა განთავსებული.

როგორც შსს-სა და თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული კამპანიის ავტორები ისინი არ არიან.

სავარაუდოდ, კამპანია რომელიმე კერძო კომპანიას უკავშირდება.

თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანების გამოჩენამ ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში და ისინი აქტიურად აქვეყნებენ სხვადასხვა უბანში გადაღებულ ფოტოებს.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი ტერეზა მეის არ შეეგება
შემდეგი სტატიაავღანეთში თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს – 20 ადამიანი დაიღუპა