ათონის მთაზე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდგინდა

ათონის მთაზე კორონავირუსი რვა ბერს დაუდგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

ათონის მთაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ჩასვლას აპირებენ საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი. ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაშიგურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება – ხათუნა გოგორიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა