საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

„კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლამდე ქალი ბათუმიდან, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიათონის მთაზე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდგინდა
შემდეგი სტატიათელავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილი ქალს დაეჯახა