ასტრაზენეკას საქმეზე პირველი სასამართლო მოსმენა 26 მაისს ბრიუსელში გაიმართება

ასტრაზენაკას პირველი სასამართლო მოსმენა

ბრიუსელის სასამართლომ 26 მაისს დანიშნა მოსმენა შვედურ-ბრიტანული კონცერნის “ასტრაზენეკას” საქმეზე, რომელსაც ევროკავშირი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადების დარღვევაში ადანაშაულებს.

ხელშეკრულება 2020 წელს არის დადებული და 300 მილიონი დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მომარაგებას ითვალისწინებს. ბოლო თვეების მანძილზე კონცერნმა ევროკავშირს მკვეთრად შეუმცირა მიწოდება. 2021 წლის პირველ კვარტალში 130 მილიონი დოზის ნაცვლად 30 მილიონი დოზა მიაწოდეს. მეორე კვარტალში 70 მილიონ დოზას ელოდებიან.
28 აპრილის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 149 მილიონი ადამიანი დაავადდა. 127 მილიონი გამოჯანმრთელდა, 3 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე ვაშაძეზე: რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი
შემდეგი სტატიარუსეთმა ინდოეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა