რუსეთმა ინდოეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

რუსეთმა ინდოეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

რუსეთმა ინდოეთს კოვიდ-19-ის პაციენტებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. პირველ თვითმფრინავში დაახლოებით 10 ტონა ტვირთი იყო, მათ შორის ჟანგბადის ბალონები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და მედიკამენტები. სავარაუდოდ, მეორე თვითმფრინავი დღეს გაფრინდება.

28 აპრილს, დილით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრ მოდის ტელეფონით ესაუბრა და საგანგებო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას დაჰპირდა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე ინდოეთს 22 ტონა ტვირთი მიეწოდება, მათ შორის, ჟანგბადის გამოსამუშავებლად საჭირო 20 ერთეული მოწყობილობა, 75 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი, 150 სამედიცინო მონიტორი და 200 ათასი სამედიცინო პრეპარატი.

ინდოეთში, სადაც პანდემიის მეორე ტალღაა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. სულ კოვიდ-19-ის გამო ინდოეთში 200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღეების მანძილზე დაავადებულთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა დელიში.

ინდოეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ბრიტანეთმა, აშშ-მ და ევროკავშირმა.

banner
წინა სტატიაშიასტრაზენეკას საქმეზე პირველი სასამართლო მოსმენა 26 მაისს ბრიუსელში გაიმართება
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ამ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია