აშშ-ში სასამართლომ პრინსის 29 “ნათესავს” მემკვიდრეობაზე უარი უთხრა

აშშ-ში სასამართლომ პრინსის 29

11აშშ-ს შტატ მინესოტში სასამართლომ 29 ადამიანის პრეტენზია არ დააკმაყოფილა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი პრინსის ნათესავები არიან და ამის საფუძველზე ქონების ნაწილს თხოულობდნენ.
მათ შორის იყო ქააი, რომელიც ამბობდა, რომ ის მუსიკოსის ცოლია: მისი თქმით, მათი ქორწილის შესახებ ინფორმაცია სპეცსამსაურებს აქვთ.
კიდევ ხუთი ადამიანი ამტკიცებდა, რომ პრინსი მათი ბიოლოგიური მამაა. რამდენიმეს განცხადებით, ისინი პრინსის ბაბუის დის ნათესავები არიან.

პრინსი 57 წლის ასაკში აპრილში დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი ფენტანილის ზედმეტი დოზა იყო.
მას დაწერილი ჰქონდა თუ არა ანდერძი, უცნობია.
მომღერლის ქონება შეფასებულია 300-800 მილიონ ევროდ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბევრი გვაქვს საამაყო
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის მონაცემთა ბაზა გატეხეს