“მონაცემთა ბაზის პროგრამა, რომლითაც ჩვენი საარჩევნო შტაბი ხელმძღვანელობდა, გატეხეს ეროვნული კომიტეტის სერვერებზე შეტევისას” – განაცხადა კლინტონის პრეს-მდივანმა ნიკ მეროლმა.
მან დაამატა, რომ მიმდინარე მომენტში დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ ქსელს. ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ.
“ნიუ-იორკ თაიმსი” ამერიკის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ შეტევის უკან შესაძლებელია რუსები იდგნენ.