გიორგი კვირიკაშვილი: ბევრი გვაქვს საამაყო

news
ავტ.: news ივლისი 30, 2016 15:07

გიორგი კვირიკაშვილი: ბევრი გვაქვს საამაყო

დღევანდელი საარჩევნო კამპანია თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

”აქ ცხოვრობს განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი. მე დღეს თქვენთან ვარ და გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო 4 წელი კიდევ ერთად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გავიარეთ 2012 წლიდან მოყოლებული”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევადელი საარჩევნო კამპანია თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა.

“ბევრი გვაქვს საამაყო, გარდა იმისა, რომ ადამიანები თავისუფლები არიან, ჩვენ შევძელით, რომ იმ უმთავრესი საკითხებისთვის მიგვექცია ყურადღება, რომელიც ყოფნა-არყოფნის საკითხებად გვევლინებოდა წლების განმავლობაში, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნული რეფორმების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

news
ავტ.: news ივლისი 30, 2016 15:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics