აშშ-ში მამაკაცს, რომელსაც 50 დოლარის მოპარვის გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან გაანთავისუფლებენ

აშშ-ში, ალაბამაში, 58 წლის მამაკაცი, რომელიც ციხეში უკვე 36 წელია ზის, პატიმრობიდან გაანთავისუფლებენ. მას 1984 წელს საფუნთუშეს გაქურდვისთვის, რომლის შედეგადაც 50 დოლარი და 74 ცენტი მოიპარა, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ელვინ კენარდის საქმის გადახედვა მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე მას სრულიად შემთხვევით გადააწყდა.
ელვინ კენარდი 22 წლის იყო, როცა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა – ასეთი იყო ალაბამას მაშინდელი კანონმდებლობა. საქმე იმაშია, რომ მანამდე კენარდი სამჯერ იყო გასამართლებული დანაშაულებებისთვის, რომელსაც ძალადობრივი ხასიათი არ ჰქონდა. მეოთხე დანაშაულზე კანონი სამუდამო პატრიმრობას ითვალისწინებდა.

მოსამართლე დევიდ კარპენტერი კენარდის საქმეს შემთხვევით გადააწყდა. მას მოეჩვენა, რომ 50 დოლარის გამო ასეთი სასჯელი მეტისმეტი იყო. მოსამართლე ვალდებული არ იყო მისი საქმისთვის ხელი მოეკიდა.
შტატში დღეს მოქმედი კანონით, ანალოგიური დანაშაული 10-12 წლით ისჯება. კენარდს მოხდილი წლები ჩაეთვალა და მას ციხიდან რამდენიმე დღეში გაანთავისუფლებენ – “ბიბისი” წერს.
პატიმრის ადვოკატის თქმით, ანალოგიურ სასჯელს იხდის დაახლოებით 250 პატიმარი.

banner
წინა სტატიაშიოსი ჩინოვნიკი – ომი არ იქნება
შემდეგი სტატიამეცნიერები: გენი, რომელიც ჰომოსექსუალიზმზეა პასუხისმგებელი, არ არსებობს