მეცნიერები: გენი, რომელიც ჰომოსექსუალიზმზეა პასუხისმგებელი, არ არსებობს

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 17:13

მეცნიერები: გენი, რომელიც ჰომოსექსუალიზმზეა პასუხისმგებელი, არ არსებობს

თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არ არსებობს გენი, რომელიც ჰომოსექსუალიზმზეა პასუხისმგებელი. კვლევების დროს დიდი ბრიტანეთის ბიობანკისა და ბიოტექნოლოგიური კომპანია 23andMe-ს მონაცემები შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ არსებობს გარკვეული გენეტიკური კომბინაცია, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, მაგრამ გენეტიკური ფაქტორები მხოლოდ მეოთხედ ნაწილად განსაზღვრავენ ჰომოსექსუალურ მოქმედებებს.

ჰარვარდისა და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტების მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰომოსექსუალების მოქმედებებს 8-დან 25%-მდე განსაზღვრავს გენეტიკური ფაქტორები და არა ერთი გენი. საკუთარი სქესისაკენ ლტოლვას ხუთი გენის კომბინაცია განსაზღვრავს, მათ შორის, სქესობრივი ჰორმონები, და საერთო ჯამში, ეს ფაქტორები ჰომოსექსუალიზმის 1%-ს განსაზღვრავს.

“ჰომოსექსუალიზმის ერთი გენი არ არსებობს, ამიტომ, გენეტიკური ტესტი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს აღმოაჩნდება თუ არა ადამიანს ერთნაირსქესიანი ლტოლვა, არ იმუშავებს” – პროფესორი ბენ ნილი ამბობს, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.
“ეს კვლევა გარკვევით აჩვენებს იმას, რომ არ არსებობს გეობის გენი” – კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი დევიდ კერტსი ამბობს – წერს “ბიბისი”.
ბრიტანული ლგბტ უფლებების დაცვის ორგანიზაციამ აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მან დაადასტურა, რომ შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, ბუნება ან აღზრდა რა დონეზე მოქმედებენ გეებსა და ლესბოსელებზე.

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 17:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics